უცხოეთი
რატომ შეიძლება ისრაელისა და იტალიის პრემიერ-მინისტრების, საფრანგეთის ექსპრეზიდენტის და არ შეიძლება საქართველოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილის დაკავება? გარიცხავენ თუ არა საფრანგეთს ევროკავშირიდან ნიკოლა სარკოზის დაპატიმრების გამო?

1-frenchhugs-zar1საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საფრანგეთის პოლიციის კორუფციასთან ბრძოლის განყოფილებამ დაკითხვაზე დაიბარა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც დაკავებულია. ეს პირველი შემთხვევაა თანამედროვე საფრანგეთში, როცა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს 24-საათიან დაკავებას და შემდგომში შესაძლებელია განმეორდეს ერთხელ, ამავე ვადით.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო ორგანოების თვალთახედვის არეში ლიბიის ყოფილი ლიდერი მოამარ კადაფის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსების გამოძიებისას მოხვდა. სარკოზის სატელეფონო საუბრების მოსმენისას გამომძიებლებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლებიც სხვა  - მილიარდერი ლილიან ბეტანკურის საქმეს ეხებოდა. ქალი ეჭვმიტანილი იყო იმაში, რომ არალეგალურად გამოჰყოფდა დიდ თანხებს სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

იანვრის ბოლო ფრანგულმა ტელეარხმა France 3 ეთერში გაუშვა ლიბიის ყოფილი ლიდერის, პოლკოვნიკ მოამარ კადაფის უწინ უცნობი ინტერვიუ. 2011 წლის მარტით დათარიღებულ აუდიოჩანაწერში პოლკოვნიკმა ახსენა, რომ პირადად გამოჰყოფდა ფულს 2007 წელს სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. საფრანგეთის მოქმედებებზე საუბრისას, რომელიც სარკოზის ხელმძღვანელობით სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ ინიციატორად გამოვიდა და კადაფის დაუყოვნებელი დამხობა მოითხოვა, პოლკოვნიკმა განაცხადა, რომ თავს გაყიდულად გრძნობს. „სარკოზი გონებრივად ჩამორჩენილია, - აღნიშნა ლიბიის ლიდერმა, - იგი სწორედ ჩემი წყალობით გახდა პრეზიდენტი. ეს ჩვენ მივეცით მას თანხები, რამაც გამარჯვების საშუალება მისცა“. პრესაში 50 მლნ ევროს ოდენობის თანხა ფიგურირებდა.

ასევე პოლიციამ დაიწყო 2012 წერლს სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამოძიებაც.

მაისის ბოლოს ეჭვი მიიტანეს, რომ სარკოზის პარტია „სახალხო მოძრაობის მხარდამჭერი კავშირი“ ფინანსურ მაქინაციებში იყო გახვეული ექსპრეზიდენტის საარჩევნო მარათონისთვის გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით. პარტიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წევრმა ჟერომ ლავრიემ საჯაროდ მოინანია და აღიარა უკანონო მანიპულაციების ფაქტი. ლავრიეს თქმით, საუბარია დაახლოებით 11 მლნ ევროზე.