რედაქტორისგან
საქინფორმი: აშშ-ს მიაჩნია, რომ უკრაინელები რუსეთში კი არ გარბიან, არამედ „ბების მოსანახულებლად მიდიან“, რითაც უკრაინელებს რუსეთის შვილიშვილებად აღიარებს!

1-Usa-saz-3საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა უკვე მეორედ შეიტანა ეჭვი ლლტოლვილების საქმეში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს მოხსენების სიზუსტეში, რომელიც უკრაინიდან რუსეთში გაქცულ ლტოლვილებს ეხება.

ლტოლვილების საქმეში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს განცხადებაში ნათქვამი არ ყოფილა, რომ 110 ათასი უკრაინელი ლტოლვილი უკრაინიდა რუსეთში გაიქცა. იქ ნათქვამია, რომ ესაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც რაღაც მომენტში საზღვარი გადაკვეთეს. შესაძლოა, ისინი ბებიის მოსანახულებლად მიდიან და შემდეგ უკან ბრუნდებიან. რუსეთს თავშესაფრის თხოვნით სულ 9.6 ათასმა კაცმა მიმართა“, - განაცხადა პსაკის სათვალიანმა მეგობარმა მარი ჰარფმა.
მიუხედავად სათვალისა, დაღვრილი სისხლისგან დაბრმავებულმა ამერიკამ „ვერ დაინახა“ 110 000 უკრაინელი ლტოლვილი რუსეთში და კიდევ 54 000 ათასი ადამიანი, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სალხები, მაგრამ არ ჰქონდათ უკრაინის დატოვების საშუალება. სამაგიეროდ, ამერიკელებმა „დაინახეს“ბირთვული იარაღი ერაყში და ქიმიური იარაღი - სირიაში... აშშ-მა  გაერო პრაქტიკულად კრემლისთვის მუშაობაში დაადანაშაულა, თუმცა ჩლუნგი იანკები ვერ მიხვდნენ, რომ ამით უკრაინელები აღიარეს რუსეთის შვილებად, მის თანამემამულეებად  (თუკი ათასობით ბებია, რომელბსაც ისინი სტუმრობენ, რუსები არიან!), რომელთა დაცვის სრული უფლება მას აქვს! ჩვენი ქვეყანა ამიერიდანაც ენერგიულად დაიცავს რუსების, ჩვენი თანამემამულეების ინტერესებს საზღვარგარეთ და ამისათვის არსებული საშუალებების მტელ არსენალს გამოიყენებს!“ - განაცხდა გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა პუტინმა.