ზუგდიდელი მოსწავლეები სასწავლებლად კერძო სკოლებში გადადიან
ბოლო ხანს ზუგდიდის საჯარო სკოლებიდან მოსწავლეები კერძო სკოლებში გადადიან. ამის მიზეზი საჯარო სკოლებში ჩამოყვანილი სახელგატეხილი ინგლისურის მასწავლებლებისა და მანდატურების არსებობაა, რომლებსაც კერძო სკოლებში. ჯერჯერობით არ თუ ვერ შეუღწევიათ.
მშობლებს ურჩევნიათ, მოაშორონ შვილები ფლეთჩერისნაირ გარყვნილ ე. წ. მასწავლებლებს და ასევე მანდატურების უხეშ მოპყრობასაც.
იმის გამო, რომ კერძო სკოლები ზუგდიდში არც ისე ბევრია, ყველა მსურველის კერძო სკოლებში გადასვლა არ ხერხდება.