რედაქტორისგან
საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის დაკავებაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"სარკოზი არის განსაკუთრებული ჩვენი ხალხისთვის, რადგან იმ მომენტში, როდესაც გვიჭირდა ძალიან, მისგან ვნახეთ არა მარტო სულიერი და პოლიტიკური, არამედ ფიზიკური მხარდაჭერა. ის იმყოფებოდა საქართველოში ურთულეს დღეებში. ეს არის ნორმალური პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე თანამშრომლობს გამოძიებასთან და პასუხს სცემს კითხვებს", - განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.