პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: „30 ივნისს გაიმართა ჩემი სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან. შევთანხმდით, რომ ქართულ–რუსული დიალოგის ფორმატში ჩვენი მორიგი შეხვედრა გაიმართება 9 ივლისს პრაღაში“

1-interr-pol1საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე:
დავადასტურეთ, რომ აღნიშნული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში 7 ივლისს, ასევე პრაღაში, შედგება საინფორმაციოსაექსპერტო შეხვედრა სავაჭრო ურთიერთობის საკითხებზე, რომელზეც განხილული იქნება 2012 წლის ბოლოდან დღემდე ამ სფეროში გაწეული სამუშაოს შედეგები და საქართველორუსეთის სავაჭრო კავშირების სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების კონტექსტში.
საქართველოს მხრიდან 2–3 კაციან ჯგუფს უხელმძღვანელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორი.