საზოგადოება
ზუგდიდში ’’წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ ოფისი დაკეტილია

closed-door’’წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისი, რომელიც ზუგდიდის ცენტრშია განთავსებული, რამდენიმე დღეა, დაკეტილია. Oოფისმა 10 ნოემბრამდე, სახალხო კრების ზუგდიდში ჩატარებამდე, 3-4 დღე იმუშავა და მას მერე მისი კარი არ გაღებულა. ,,დემოკრატიული მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის - პაატა დანელიას განმარტებით, ის არანაირ მონაწილეობას არ იღებს ’’სახალხო კრების’’ საქმიანობაში, ხოლო ისინი, ვინც ამით არიან დაკავებულნი ზუგდიდში, თურმე თბილისში იმყოფებიან და, როდის დაბრუნდებიან ზუგდიდში, გაურკვეველია, ასევე, გაურკვეველია, ვინ ხელმძღვანელობს ამ ოფისს ზუგდიდში. 25 ნოემბრამდე ერთი კვირაღა დარჩა, ზუგდიდში კი არავითარი მზადება არ იგრძნობა ამ პროცესისათვის.