რედაქტორისგან
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ერაყის ხელისუფლებამ 500 მილიონ დოლარად ხუთი რუსული საბრძოლო თვითფრინავი Су-25-ის შეძენის შესახებ განაცხადა, ისინი გამოყენებული იქნება მეამბოხე სუნიტების წინააღმდეგ. ერაყის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 5 მოიერიშე თვითმფრინავი უკვე მიღებულია და 3-4 დღეში ექსპლუატაციაში გაეშვება.
ბოლო ცნობების თანახმად, მეამბოხეებმა დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოდან“ ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაიპყრეს ვრცელი ტერიტორიები ჩრდილო და დასავლეთ ერაყში. რუსული თვითმფრინავები შეძენილი იქნა „ავიაციის გასაძლიერებლად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ერაყის თავდაცვის სამინისტრომ.