პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს შეხვდა

1-Karl-polit-2საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ ერთხელ მიულოცა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა,  მნიშვნელოვანია შვედეთის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მედიის თავისუფლების, გარემოს დაცვის, ძლიერი და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა  ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზეც ისაუბრეს და ხაზგასმით აღინიშნეს საქართველოში შვედ მეწარმეთა და ინვესტორთა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობა.