საზოგადოება
შილდის მთას ხანძარი 115 ჰექტარ ფართობზე მოედო

mta-xandzariცეცხლი, ძირითადად, ფოთლებსა და ნაყარ ხეებს უკიდია, - ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ განუცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი ძალებით ხანძრის ჩაქრობას თუ ვერ მოახერხებენ, ავიაციის გამოძახება გახდება საჭირო. „ხანძრის ლოკალიზებას ამჟამად მოსახლეობასთან ერთად ვცდილობთ. ადგილზე სახანძრო ბრიგადების მისვლა ვერ ხერხდება, რადგან მთა იალაღებს მიეკუთვნება და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას ართულებს“, - განაცხადა გამგებელმა.
ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, მონადირეების დაუდევრობას გამოეწვია.
არც ერთ სამთავრობო უწყებაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ტყეებში ხანძრები სპეციალურად არის გაჩაღებული. წელიწადის ამ დროს ტყეში ხანძრის თვითნებური გაჩენა გამორიცხულია, რადგან დაბალი ტემპერატურისა და ნესტის გამო, ცეცხლის სპეციალურად დანთებაც კი ჭირს.