სამართალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან სამუშაო სადილი გამართა

1-Triada-sam2-Mainსაქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. სადილზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც სენატორი ბენ კარდინი  

ხელმძღვანელობს, ასევე შედიან: სენატორი ტომ ჰარკინი, კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი, კონგრესმენი ადამ შიფი, კონგრესმენი ფილ გინგრი და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი.
საუბარი შეეხო ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოხატა მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. აღინიშნა ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.

1-Xeliskvra-sam2-qvem