რედაქტორისგან
საქინფორმი: „შენგენაცვალე“, ანუ რატომ არის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის, აშშ-ს, სომხეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტერესებში და რატომ ეწინააღმდეგება რუსეთისა და საქართველოს ინტერესებს

1-shengenatsvale-aqt-1-analსაქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტობის კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ევროკავშირის უარი აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობაზე „ქმნის უნდობლობას მისი პოლიტიკის მიმართ და აძლიერებს დაძაბულობას რეგიონში. საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია მისი დასავლეთელი პარტნიორების სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება, რაც გვკარნახობს ადექვატური ღონისძიებების მიღების აუცილებლობას აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვის კუთხით. აფხაზეთმა უნდა გააძლიეროს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვა და აამაღლოს თავდაცვისუნარიანობა, რაც მხოლოდ რუსეთთან ერთობლივ უსაფრთხოების სისტემაში ჩართვით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

2015 წლის შემდგომ საქართველოს დაგეგმილი ჩართვა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების სისტემაში ხაჯიმბამ შეაფასა, როგორც აფხაზეთის სახელმწიფოს საწინააღმდეგო რეალური საფრთხე, ვინაიდან „ამ ბლოკში შემავალი ქვეყნები საქართველოს აღიარებენ საბჭოთა საზღვრებში, ანუ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ხელს შეუწყობენ საქართველოს აგრესიას, მათ შორის სამხედრო კუთხით“.

მაშ ასე, 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ საქართველო პირველ „ევროსიკეთეებს“ მიიღებს: ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი რუსეთში შესაძლოა შეწყდეს, რაც საბოლოოდ დაღუპავს საქართველოს ეკონომიკას; ევროკავშირში ასოცირებისა და ნატოში ინტეგრირების საპასუხოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიწყებენ რეფერენდუმის მზადებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნით და ყირიმის პრეცენდენტზე დაყრდნობით მიაღწევენ ამ შედეგს; ჩამოიშორებს რა დაკარგულ 20% ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენისა და ლტოლვილების დაბრუნების მორალურ ტვირთს, მიგრაციისა და უმუშევრობის გამო დაცლილი საქართველოს გამდიდრებული ხელისუფლება საბოლოოდ შეაგდებს ქვეყანას ნატოში და ევროკავშირში და საქართველოს ტერიტორიაზე განალაგებს ამერიკულ სამხედრო ბაზებს.

ნატოსთან მეზობლობა რუსეთს შეუქმნის რიგ პრობლემებს, დაკავშირებულს სამხრეთ საზღვრებისა და ევრაზიის კავშირში მისი მოკავშირის - სომხეთის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, სადაც ყველა გზა და გაზსადენი საქართველოდან შედის, ხოლო აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედება ძალიან ხელსაყრელი იქნება როგორც სომხეთის, ასევე აფხაზეთის ეკონომიკისთვის. საჭირო გახდება სავიზო რეჟიმის შემოღება დსთ-სა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებისათვის: ევროსაქართველოში ვიზებს, შენგენის ანალოგიურად, ალბათ „შენგენაცვალე“ დაერქმევა...

რაც შეეხება რუსეთის ბიზნესის მიერ საქართველოს სტრატეგიული დარგების (ენერგეტიკა, მადნის მომპოვებელი და სხვ., რომლებშიც დაბანდებულია რუსული გრძელვადიანი ინვესტიციები) მართვის საკმაოდ სენსიტიურ საკითხს და არანაკლებ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხს აზერბაიჯანიდან გაზისა და ნავთობსადენის საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სიახლოვეს გატარებასთან დაკავშირებით, ეს ცალკე და საკმაოდ რთულად განსასჯელი თემა გახლავთ...

აი, რატომ არის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის, აშშ-ს, სომხეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტერესებში და რატომ ეწინააღმდეგება რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.