საზოგადოება
ტელევიზიით ალკოჰოლური სასმელების რეკლამირება შეიზღუდება

Brands_Absolute_Vodkaპარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა რეკლამის შესახებ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც დეპუტატებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა თორდიამ წარუდგინა. დღეს მოქმედი ნორმით, ტელევიზიის საშუალებით, 2001 წლის 1 იანვრამდე მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამის გავრცელება დაშვებულია მხოლოდ 23:00 საათიდან. ლაშა თორდიასა და მისი კოლეგების მიერ მომზადებული კანონპროექტით კი, 2015 წლამდე მაგარი ალკოჰოლური სასმელების რეკლამირება 20:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საქართველოში, ალკოჰოლის მოხმარების მხრივ, არანაირი საგანგაშო სტატისტიკა არ არსებობს და სწორედ ამ გარემოებით ხსნიან მაგარი ალკოჰოლური სასმელების რეკლამაზე გარკვეული შეზღუდვის მოხსნას. როგორც ლაშა თორდიამ კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, შეისწავლეს სტატისტიკა და საქართველოში მაგარი სპირტიანი სასმელებით ინტოქსიკაციის მხრივ, არანაირი საგანგაშო მდგომარეობა არ არის. რეკლამაზე შეზღუდვების მოხსნა კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ტელევიზიების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურ მდგომარეობას.