რედაქტორისგან
საქინფორმი გაფრთხილებდათ - საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში საზღვრები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გადაიქცეოდნენ რუსეთ-ნატოს საზღვრებად, ხოლო ჯორჯიას სიხარულით მიიღებდნენ ახალ საზღვრებში!

1-flagen-polit3-redსაქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ საქინფორმი - მისი მთავარი რედაქტორის ანალიტიკურ მიმოხილვებში, პუბლიკაციებსა და ინტერვიუებში, რომლებიც გამოქვეყნდა სხვადასხვა ქართულ და უცხოურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ასევე ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერით გამოსვლებისას, წინასწარ გვაფრთხილებდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების თაობაზე.

როგორც ჩანს, პრობლემებმა უკვე იჩინა თავი:

1 - სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების განზრახვის შესახებ;

2 - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი, საკუთარი ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღებს ადექვატურ ზომებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის დაუბეგრავი რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით;

3 - აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, დეპუტატი რაულ ხაჯიმბა ვარაუდობს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირება გავლენას ვერ მოახდენს მისი რესპუბლიკის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე, თუმცა, აფხაზეთმა უნდა დაიწყოს სამხრეთ საზღვრების გამაგრება და გააძლიეროს ინტეგრაციის პროცესი რუსეთთან, როგორც მისი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტთან.

ამგვარად, ვაშინგტონი მიაღწევს მიზანს - საქართველო ახალ საზღვრებში, ცხინვალისა და სოხუმის გარეშე, თავისუფლად შევა ნატოში, რუსეთთან ყოველგვარი გართულების გარეშე. ეს უკანასკნელი კი საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-ოსეთის საზღვრებს მოაწყობს არა მავთულხლართებით, არამედ ბევრად უფრო სერიოზულად, ისე, როგორც შეეფერება საზღვარს ნატოს წევრ ქვეყანასა (საქართველო) და რუსეთის მოსაზღვრე ბუფერულ ზონებს (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) შორის, რომლებშიც, ამავდროულად, რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული.

აი, რატომ უბიძგებს აშშ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ! - დაბეჯითებით აცხადებდა აზერბაიჯანულ გაზეთ «Каспий» - თან ინტერვიუში საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ჯერ კიდევ 2013 წლის 25 ნოემბერს.