„ჩამოდით აქ და იხილავთ ჯოჯოხეთს!“ - მიმართვა მსოფლიოს ყველა ჟურნალისტს
საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი.
მე, ალექსანდრე ჟილინი, ჟურნალისტი, დაბადებული და გაზრდილი უკრაინაში, მივმართავ მსოფლიო ჟურნალისტთა თანამეგობრობას და თითოეულ პატიოსან ჟურნალისტს თხოვნით, დაირაზმონ ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით და ჩამოვიდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა საკუთარი თვალით იხილონ ვაშინგტონის მიერ მართული უკრაინის ფაშისტური მთავრობის ნამოღვაწარი. ჩამოდით აქ და იხილავთ ჯოჯოხეთს! ნახავთ, როგორ ხოცავენ ყოველდღიურად ადამიანებს და არად დაგიდევენ ჩვილ ბავშვსა თუ უმწეო მოხუცს. თქვენთვის ცხადი გახდება, რომ პოროშენკოს ფაშიზმი ბევრად საშინელია ჰიტლერულ ფაშიზმზე.
იცით, რატომ ხართ აქ აუცილებელი, ჩემო ძვირფასო უცხოელო კოლეგებო? იმიტომ, რომ თუკი აქ, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით შევიკრიბებით 50 ან 100 (და რაც მეტი, მით უკეთესი!) ჟურნალისტი, მაშინ პოროშენკო და უკრაინული ფაშისტური რეჟიმის სხვა მეთაურები შეუშინდებიან ფართო გახმაურებას და შეწყვეტენ ადამიანების ტოტალურ განადგურებას!
დაფრთხებიან ევროკავშირის ქვეყნების მეთაურები, რადგან როდესაც მათი ხალხი დაინახავს, თუ ვის უჭერენ ისინი მხარს უკრაინაში, მათ პოლიტიკურ სანაგვეში გადაუძახებს
(მიმართვის ვიდეოჩანაწერი ნახეთ აქ).
შექმნილ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენ, ჟურნალისტებს, ჩვენი პატიოსანი პოზიციით, შეგვიძლია ამ სასაკლაოს შეჩერება!