პოლიტიკა
ჰერმან ვან რომპეი: „ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას, გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, სოლიდარობა, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“

1-momwonxaro-polit3საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. დღეს, 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას,   ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპიმ. ხელშეკრულებაზე ხელი ასევე ხელი მოაწერეს ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურებმა. ჰერმან ვან რომპეის განმარტებით, ევროკავშირის საბოლოო მიზანი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სრულფასოვანი გაწევრიანება და მათი ევროპულ ოჯახში დამკვიდრებაა.
ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას, გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, სოლიდარობა, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. უფრო ძლიერი კავშირები დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და სრულიად ევროპულ კონტინენტს განვითარებას მოუტანს და სტიმულს მისცემს,”-განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლის დროს.
თავის მხრივ, ისტორიული დღე უწოდა 27 ივნისის თარიღს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

"დღევანდელი დღე არის სტრატეგიული მიზნის დასაწყისი, რომ ეს ქვეყნები გახდნენ ინტეგრირებული პოლიტიკურად და ეკონომიკურად ევროკავშირთან. სირთულეების მიუხედავად, ვაპირებთ შეთანხმების ხელმოწერას უკრაინასთან, მოდლოვასთან და საქართველოსთან. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ კანონის უზენაესობის, რეფორმებისა და ღია საზოგადოების კონსოლიდირება, არამედ მთელი ევრპისთვისაც", - აღნიშნა ბაროზომ.