სამართალი
ირაკლი ალასანია: „იქნება ინტელექტუალურ-პოლიტიკური დებატები, თუ რა გამოსავალი შეიძლება მოძებნოს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დაცვისთვის ევროპამ, როდესაც ასეთი მზარდი რუსული აგრესია შეიგრძნობა მთელს რეგიონში!“

1-vigacunebi-sam2საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა. GDSC ხვალ ოფიციალურად გაიხსნება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საერთაშორისო ფორუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. კონფერენციის დახურვაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ფორუმის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება, დაგეგმილი სამიტი უელსში, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ISAF-ის ოპერაცია და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა.