სამართალი
ალასანია: „ჯეიმს აპატურაი მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველო დღეს ნატოში სრული წევრობისთვის მზად არ არის...“

1-apatur-samart-3საქართველო, 26 ივნისი. საქინფორმი. საქართველოს და ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვითი შეიარაღების შესახებ მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს, საქართველო და ნატო საუბრობს შემდეგ ნაბიჯზე - ინტეგრაციაზე, რომელიც არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ეგრეთწოდებულიმაპი“. ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული წლები, რომ გავხდეთ სრულად მზად, პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობის დონით ნატოს წევრები.

ის რაც ხდება უკრაინაში, რუსეთის აგრესია და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი უნდა გვკარნახობდეს, რომ საქართველოსთან უნდა დაიწყოს ახლა, ძალიან მალე გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. მაგრამ, ეს არის ჩვენი სურვილი. აქედან გამომდინარე, ქნიკურად აბსოლუტურად მართლია ჯეიმს აპატურაი.

...ის წევრი ქვეყნები, ვისაც გააჩნია ასეთი შესაძლებლობები, ეს იქნება საჰაერო თავდაცვა, თუ სხვა ჩვენთვის საჭირო შეიარაღება, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს. ამ კუთხით მიმდინარე მოლაპარაკებები, აღარ დავაკონკრეტებ ვისთან და როგორ,  წარმატებით მიმდინარეობს. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე  უკვე საჯაროდაც გაცხადდება ამ მოლაპარაკებების შედეგები.“