პუბლიკაციები
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

1-prezidents-analit-GEOსაქართველოს პრეზიდენტს
ბატონ გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
საქართველოს ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეს
ქალბატონ თამარ ჟვანიას
საქართველს მთავარ პროკურორს
ბატონ გიორგი ბადაშვილს
 

არასაპარლამენტო პარტიების ერთობლივი განცხადება
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ

ჩვენ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე  საარჩევნო სუბიექ-ტები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგა-ნოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებს ვაფასებთ როგორც უკან გადადგულ ნაბიჯად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებიდან მმართველი კოალიცია ერთადერთია, ვინც დადე-ბითშეფასებას აძლევსმიმდინარე არჩევნებს. მყისიერი რეაგირების ნაცვლად ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს წარმოშობილ პრობლემებს, რითაც მინიმუმამდე დაჰყავს ოპოზიციური პარტიების ნდობა საარჩევნო პროცესებისადმი და აღრმავებს პოლიტიკური გარემოს პო-ლარიზაციას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მნიშვნელოვან პრივილეგიას ანიჭებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს და არ ქმნის თანაბარ პირობებს საარჩევნო სუბიექტებისათვის. მმართველმა კოალიციამ თავიდანვე აირჩია  პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის არადე-მოკრატიული მიდგომა, როდესაც უარი თქვა წინა ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული უსამართლო საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე და ცვლილებები ისე განახორციელა, რომ არ გაითვალისწინა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.

წინასაარჩევნო კამპანიისმსვლელობისასსაარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირებლო ორგანი-ზაციების მიერ დაფიქსირდა შემდეგი მნიშვნელოვანი დარღვევები:  

  • საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების დროს ყველა დონის საარჩევნო კომისიის ე.წ. „პროფესიული ქვოტა“ (13-დან 6 წევრი) თითქმის მთლიანად დაკომპლექტდა "ქართული ოცნების" აქტივისტებით, მაშინ როდესაც კომისიების დანარჩენი„პარტიული ქვოტის“ 7-დან 6 წევრი,კანონმდებლობის თანახმად, ისედაც მმართველი კოალიციის მიერ დაინიშნა. შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო უბნებზე მოიპოვა უპრეცედენტო პრივილეგია;

 

  • ამომრჩეველთა სიები - ხელისუფლების დაპირება ამომრჩეველთა ბიომეტრიული ვერიფი-კაციის შესახებ შეუსრულებელი დარჩა. ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამომრჩეველთა მთელი რიგი ჯგუფე-ბისათვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის მიმართულებით (იძულებით გადაადგილე-ბული პირები, მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირები, ვადაგასული პირადობის მოწმობის მქონე პირები),თუმცა ამის საპირისპიროდ, ცალკეულ ოლქების ამომრჩეველთა სიებში დაფიქსირდა უჩვეულო ზრდა; 

 

  • საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნისას ადგილი ჰქონდა არათანმიმდევრულ მიდგომას. ერთი და იგივე პირობებში დარეგისტრირდა მმართველი პარტიის და არ დარეგისტრირდა ოპოზიციის კანდიდატები;

 

  • ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა კონკურენტუნარიან კანდიდატების მიმართადგილი ჰქონდა ზეწოლის ან მოსყიდვის ფაქტებსარჩევნებიდან მათი კანდიდატურების მოხსნის მიზნით. ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები აღნიშნული აქტივობის შემსრულებლად მმართველი კოალიციის საარჩევნო შტაბებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს) წარმომადგენლებს ადანაშაუ-ლებდნენ. ოპოზიციურ კანდიდატებისადა მათ მხარდამჭერების მიმართ ასევე დაფიქსირ-და ძალადობისა და საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელისშეშლის არაერთი შემთხვევა მმართველი კოალიციის აქტივისტების მხრიდან, რომლებსაც ძალოვანი უწყებების მიერ პრაქტიკულად რეაგირება არ მოჰყოლია;

 

  • მედია გარემო - უფასო სარეკლამო დროგადანაწილდა მხოლოდ 3 სუბიექტზე. შეზღუდუ-ლი იყო აგრეთვე სხვა საარჩევნო სუბიექტების კანიდატების უფლება - მონაწილოება მიე-ღოთ სატელევიოზიო დებატებში;   

  • საარჩევნო კამპანიის დაფინანსება - შემოწირულობები საარჩევნო ფონდებში ძირითადად მოზიდული იქნა მმართველი პარტიის მიერ: სულ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა ჯამურმა შემოწირულობებმა შეადგინა 4,589,286 ლარი, მ.შ. "ქართულიოცნება-დემოკრატიულისაქართველოს" სასარგებლოდ - 3,742,430 ლარი. შემაშ-ფოთებელიასაარჩევნო პროცესზე „შავიფულის“გავლენისარსებითიმასშტაბებიც. ჩვენი შეფასებით დეკლარირებული საარჩევნო დანახარჯები რეალურის დაახლოებით 20-25%-ს შეადგენს.  

 

  • ხელისუფლება შეუზღუდავად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო მიზნე-ბისთვის. პრაქტიკულად არ არსებობდა განსხვავება მმართველ კოალიციასა და სახელი-სუფლებო ორგანოების საქმიანობას შორის. ადმინისტრაციული აპარატი და შსს ღიად და ფარულად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. იყო შემთხვევები, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო პირდაპირ ახორციელებდა კანდიდატების შანტაჟს, გატაცებასა და დაკავებას;

კენჭისყრის დღეს:

  • რიგ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმო-მადგენელთაგამოძევებას, რის გამოც მათ არ მიეცათ ხმების დათვლის პროცედურაში მონაწილეობის საშუალება;

 

  • ბათილი ბიულეტენების რაოდენობამნიშვნელოვნად აღემატება ყველა წინა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობას.რამდენიმე უბნების გადათვლის შედეგად დადას-ტურდა, რომ გაბათილებულია ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ მიცე-მული ბიულეტენები;

 

  • მასობრივად ხდებოდა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა და ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების დამატება, რაც დასტურდება როგორც ახალქალაქში და მარნეულში მოპო-ვებული ვიდეო მასალით, აგრეთვე საარჩევნო უბნების შემაჯამებლი ოქმებით, სადაც ჯერ შეტანილია ხმების რაოდენობა და მხოლოდ შემდეგ სიაში ხელმოწერების რაოდენობა;

 

  • მაღალია იმ დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობა, სადაც მონაწილე ამომ-რჩევლების რაოდენობა არ ემთხვევა ნამდვილი და ბათილი ხმების ჯამს. შესწორების ოქმები შედგენილია საოლქო კომისიებში, ხოლო საუბნო კომისიის ოქმებზე ხელმოწერები გაყალებულია ან საერთოდ ხელმოუწერელია;

 

  • რიგ უბნებზე მმართველ პარტიას აქვს არარეალურად მაღალი შედეგები (90% და მეტი), ხოლო ოპოზიციურ პარტიებს პროპორციული სისტემით მიღებული აქვთ უფრო დაბალი შედეგი ვიდრე მაჟორიტარულით (ბარიერის არგადალახვის მიზნით ჩასწორდა ძირითადად პროპორციული არჩევნების მონაცემები);

 

  • საარჩევნო უბნების მასალები ხშირ შემთხვევებში არ არის დალუქული დადგენილი წესით, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის ბიულეტენების გადათვლას;

 

  • საოლქო კომისიები საჩივრებს განიხილავენ არსებითი განხილვისა და მტკიცებულებების შესწავლის გარეშე(ზოგიერთ რეგიონში არასახელმწიფო ენაზე).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,კრიზისული სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად,ქვემორე ხელისმომწერი სუბიქტები მივიჩნევთ, რომ:

  1. 1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარებულა დემოკ-რატიულად, ხოლო მისი შედეგი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური ასახვას;

  1. 2. მოვითხოვთ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოახდინოსსადავო უბნების გადათვლა. იქ, სადაც ვერ ხერხდება რეალური შედეგების დადგენა, ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა;

  1. 3. პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ინფორმაციას დარღვევების შესახებ;

  1. 4. იქ სადაც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული პროკურატურამ მიიღოს შესაბამისი ზომები.

 

თავისუფალი საქართველო                                                                                     კახა კუკავა

ახალი მემარჯვენეები                                                                                             ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს ლეიბორისტულიპარტია                                                                   შალვა ნათელაშვილი

ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა                                გია ბერძენაძე

რეფორმატორები                                                                                                     ირაკლი ღლონტი

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია                                                                         ბაჩუკი ქარდავა

მერაბ კოსტავას საზოგადოება                                                                                ვაჟა ადამია

სახალხო პარტია                                                                                                     ივანე (მამუკა) გიორგაძე

ევროპელი დემოკრატები                                                                                         პაატა დავითაია

ჩვენი საქართველო                                                                                                  ვალერი გელბახიანი

ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები)                                ზურაბ ხარატიშვილი

 

25 ივნისი, 2014
თბილისი