პოლიტიკა
„ქვეყნებმა, რომლებიც არ იცავენ და არ ამყარებენ ლგბტ უფლებებს, უნდა ზღონ არაადამიანურობის გამო! მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა!“ - ჯო ბაიდენმა ნორმალურ ქართველებს ველურები უწოდა და დასჯით დაემუქრა?!

Jo-polit-1-anal-1საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველების წინაშე გამოსვლისას ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაავალა აშშ დიპლომატიურ სამსახურს, ხელი შეუწყონ მთელს მსოფლიოში გეების, ლესბოსელები, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებების დაცვას. შეხვედრას გეების ცნობილ უფლებადამცველებთან ერთად ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, დანიისა და ისლანდიის ელჩები.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვა არის ცივილიზებული ქვეყნების დამახასიათებელი ნიშანი და ის უნდა იდგეს ეროვნულ კულტურასა და სოციალურ ტრადიციებზე მაღლა.

„ მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა“, - განუცხადა ბაიდენმა სტუმრებს და დაამატა, რომ გეებისა და ლესბოსელების მომხრეები წარმოადგენენ საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად ნაკადს, მათი მოწინააღმდეგეები კი მარგინალები არიან: „თქვენ უმრავლესობა ხართ, ისინი კი, სხვები - ველურები! ქვეყნებმა, რომლებიც არ იცავენ და არ ამყარებენ ლგბტ უფლებებს, უნდა ზღონ არაადამიანურობის გამო!", - გააფრთხილა ისინი ბაიდენმა.