სამართალი
შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შენობა გახსნეს

lenta-sam3-mtavსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს რიჩარდ ნორლანდმა და ზურაბ   გამეზარდაშვილმა. ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ 
სუფსა-ს ტერიტორიაზე შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ალექსანდრე ჭიკაიძემ, რიჩარდ ნორლანდმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა.

Nolshexvedra-sam3-1 ShexvedraNol-sam3-2