ევროკავშირი ითანამშრომლებს თითოეულ ქვეყანასთან - კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, სასამართლო რეფორმის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების თვალსაზრისით.
ძირითადი რეფორმები: რეფორმები გათვალისწინებულია რამდენიმე ძირითად სფეროში - სახელმწიფო მართვის, სასამართლო, კანონის აღსრულების, ეკონომიკის აღდგენისა და გაზრდის, მომხმარებელთა დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ინდუსტრიული განვითარების, სოციალური განვითარებისა და დაცვის, განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის ჩათვლით.
ღირებულებები: ხელშეკრულებაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებზე, მმართველობის გაუმჯობესებასა და კარგადფუნქციონირებად ეკონომიკურ ბაზარზე.
ვაჭრობა: ხელშეკრულება ხელმომწერებს შესთავაზებს გარემოს სავაჭრო ურთიერთობების მოდერნიზაციისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით. ბაზრის გახსნა საბაჟო ტარიფებისა და ქვოტის მოხსნით. კანონის ჰარმონიზაცია, ნორმები და რეგულაციები ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სექტორში ამას შესაძლებელს გახდის.
საქართველოსთან დაკავშირებით
როდესაც ხელშეკრულება შევა ძალაში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო პირობები საქონლისა და მომსახურებისთვის, მათ შორის პირობები კომპანიებისთვის, დაუყოვნებლივ გაუმჯობესდება. ეს ხელს შეუწყობს ვაჭრობასა და ინვესტირებას. ქართული საწარმოები შევლენ ევროკავშირის ბაზარზე ტრანზიტული პერიოდების გარეშე.
შეთანხმება ასევე სთავაზობს ქვეყანას დახმარებას სავაჭრო რეფორმების თვალსაზრისით, რომელსაც აქვს მიზანი - აღადგინოს და გაზარდოს ეკონომიკა, ასევე მოახდინოს ქართული ეკონომიკის უკეთესი ინტეგრაცია მსოფლიო ბაზრებზე. რეფორმების დასრულებით პროგნოზირებულია ეკონომიკის ზრდა წელიწადში 4.3%-ით (€292 000 000 ეროვნული შემოსავალი)”, - ნათქვამია განცხადებაში.