აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

Zasedanie-aqtual-1საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. საბჭოს წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები და საარჩევნო შტაბის საორგანიზაციო თემები განიხილეს.

სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუმინეთში განხორციელებულ ვიზიტს. პოლიტსაბჭოს წევრებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შესახებაც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ 27 ივნისს საბოლოოდ განმტკიცდება საქართველოს ევროპული არჩევანი.