პოლიტიკა
“საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იაირ შამირმა
Iair-polit-2საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, შეთანხმება, რომელიც გუშინ გაფორმდა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის აგრარულ სფეროში თანამშრომლობას.
შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხორბლის წარმოების, ბოსტნეულისა და ხილის მოყვანის, მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის, კარანტინის და მავნებლებთან ბრძოლის, მესაქონლეობის, მეფრინველეობის, ვეტერინარული ზედამხედველობის, ცხოველთა ჯანმრთელობის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებში საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროსასურსათო სექტორში საქართველოში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილეს. შეხვედრას ისრაელის დელეგაცია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია დაესწრნენ.