აქტუალური
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: “მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სექსუალური ექსპლუატაციის კუთხით ტრეფიკინგის წყაროს წარმოადგენს, ხელისუფლებამ გააუმჯობესა ტრეფიკინგთან ბრძოლისკენ მიმართული ძალისხმევა”
Gosdep-aqtual-3საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. კერძოდ, 2013 წელს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლით მსჯავრდებულთა რაოდენობამ 5 შეადგინა, ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, 2010 წელს გასამართლებულია მხოლოდ 1 პიროვნება, ხოლო 2012 წელს - არცერთი. ასევე, საანგარიშო წლის განმავლობაში გამოვლინდა სექსუალური ექსპლუატაციის 42 მსხვერპლი, რაც მეტია წინა წელს გამოვლენილ 18 მსხვერპლთან შედარებით. სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა მსხვერპლთა 2 თავშესაფარი, რომლებშიც საანგარიშო წლის განმავლობაში 15 ადამიანს გაუწიეს კვალიფიციური სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი დახმარება; 29 ტრეფიკინგის მსხვერპლმა მიიღო სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფინანსური დახმარება დაახლოებით 650$-ის ოდენობით . 2012 წელს მსგავსი დახმარება მიიღო მხოლოდ 5 ადამიანმა. 2013 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, ტრეფიკინგის უცხოელ მსხვერპლთათვის დასაქმების და სხვაგვარი მხარდაჭერის გაწევის, მათ შორის რეპატრიაციის შესახებ. ასევე კვლავინდებურად 24 საათის განმავლობაში მუშაობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ცხელი ხაზი.