აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული ავღანეთის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში ჩართვისთვის ემზადება

Rota-aqtual-1საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სწავლებას გერმანიაში, ბაზა „ვილთფლეკენზე“ და „ჰამელბურგზე“ გაივლიან. ასეულის პირველი ნაკადი გერმანიაში უკვე გაემგზავრა.

მომავალი 5 თვის განმავლობაში ქართველი სამხედროები წვრთნას გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან. სწავლების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება.  ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდებათ. მომავალი თვეების განმავლობაში მე-4 ბრიგადის სამხედროები ინდივიდუალურ, ოცეულის და ასეულის დონის მომზადებას გაივლიან.

სწავლების დასრულების შემდეგ, მე-4 ბრიგადის ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიის შესრულებას გერმანელ სამხედროებთან ერთად შეუდგება.