პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: “27 ივნისს ჩვენ ხელს ვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ამ ნაბიჯით გადავდივართ ურთიერთობების თვისებრივად სრულიად ახალ ეტაპზე!”
PodpiSem-polit-2საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინეთის, მოლდოვის, ჩეხეთისა და სერბეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობას. ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავამტკიცეთ ევროპული გზისადმი ერთგულება იმით, რომ წარმატებით განვახორციელეთ დემოკრატიული რეფორმები და მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოების ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება. ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ემყარება საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტისა და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას,” - აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირისკენ გზა უჭირავთ და ამ ქვეყნებში მაქსიმალურად დემოკრატიული რეფორმები ტარდება. ყოველთვის მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნებს". - განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ.