უცხოეთი
პოროშენკომ პირობა დადო, რომ 27 ივნისს ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას

poroshenko-zar1საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. „ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის „ორმაგი პასუხისმგებლობა უკავშირდება იმას, რომ 27 ივნისს ჩემს ხელმოწერას დავუსვამ ასოცირების ხელშეკრულებას“, - განაცხადა პოროშენკომ უკრაინის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი პავლე კლიმკინის წარდგენისას სამინისტროს კოლექტივის წინაშე.

უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს ხელი მოეწერა მარტში, ახლა ეკონომიკური ნაწილის ხელმოწერის ჯერია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის თავისუფალი სავაჭრო ზონის მონაწილედ აქცევს. კიევმაც და ბრიუსელმაც დაადასტურეს, რომ ხელმოწერა არაუგვიანეს 27 ივნისისა მოხდება.