საზოგადოება
გია არსენიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა

arsenishviliტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორი, დოქტორი, პარლამენტის წევრი გია არსენიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. არსენიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 2008 წელს თელავის რაიონიდან აირჩეს, პარლამენტში ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 1995-2000 წლებში ის იყო პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში, შემდეგ - სახელმწიფო მინისტრი. 2001-2004 წლებში გია არსენიშვილი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში ელჩად მუშაობდა.
მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა.
"მე დავკარგე პირადი მეგობარი და დიდი ხნის მრჩეველი. პარლამენტმა დაკარგა მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე და ქართულ საზოგადოებას დააკლდა კეთილშობილი, ჭკვიანი, გულისხმიერი ადამიანი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გია არსენიშვილს გარდაცვალების შემდეგ ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა.