აქტუალური
საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები საქართველოს შეიარაღებული ძალების მარნეულის საავიაციო ბრიგადას ესტუმრნენ

Soldaten-aqt1საქართველო, 20 ივნისი. საქინფორმი. საავიაციო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვედანაყოფის სტრუქტურისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სტუმრებმა საავიაციო ბრიგადის ტერიტორიაზე დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

სამხედრო ატაშეების ასოციაცია 24 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია პირველწყაროებიდან მიიღოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.