პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომეხ კოლეგას დღეს მეგობრულ სადილზე უმასპინძლა და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

pride-pol1საქართველო, 20 ივნისი. საქინფორმი. გუშინ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა წმინდა ეჩმიაძინის სახელობის ტაძარი მოინახულა და სომხური კულტურის ცენტრში დიასპორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. სერჟ სარგსიანი მეტეხის პლატოზეც იმყოფებოდა, საიდანაც ძველი თბილისის ხედები დაათვალიერა.

გუშინვე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სომხეთის აღმასრულებელი ხელისუფლების  წევრებთან ერთად,   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გმირთა მემორიალთან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულიერო ორკესტრმა საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულეს.

სომხეთის პრეზიდენტმა დელეგაციასთან ერთად საქართველო გუშინ დატოვა. 

 

vardebi-pol1qvem