საზოგადოება
კორტებთან ხეების გაჩეხვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

xeebis-chra_2დღეს თბილისში, კულტურის სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, კორტების ტერიტორიაზე, ხეების მოჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანმა ლაშა ჩხარტიშვილმა საქინფორმს განუცხადა, აქციის ინიციატორები არიან ჩოგბურთელები და ის საზოგადოება, რომელიც ხეების შენარჩუნებას მოითხოვს. „დინამოს“ კორტების ტერიტორიაზე გაშენებულ ორ ჰექტარ ბაღს საფრთხე ემუქრება. ხელისუფლება 180 ჯანსაღი ხის მოჭრას აპირებს. თუ საზოგადოების წინააღმდეგობას არ შეხვდებიან, მაშინ კორტებიც „მზიურის“ ბედს გაიზიარებს, რომლის ტყის ზოლი სამანქანო მოძრაობის გაფართოებას შეეწირა“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.
მისი ინფორმაციით, ხელისუფლება „დინამოს“ კორტების ტერიტორიიდან სპორტულ კლუბს გაასახლებს და იქ მშენებლობას წამოიწყებს.