უცხოეთი
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ში დაასაბუთეს უკრაინის, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფოს, ლიკვიდაციის აუცილებლობა მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად.
დოლარის კრახის შემთხვევაში მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ჯერ ფინანსური, შემდეგ კი ეკონომიკური კრახის წინაშე აღმოჩნდება გიგანტური ვალის ლიკვიდაციისა და ფინანსური სისტემის სტაბილიზაციისთვის აშშ-ს გასაღების ახალი ბაზარი სჭირდება. ერთადერთი ასეთი ადგილი კი ევროპაა. თუმცა, ამისათვის აუცილებელია ევროპული ეკონომიკის ჩამოშლა.
ამერიკელმა სპეციალისტებმა ევროპაში დესტაბილიზაციის დეტალური გეგმა შეიმუშავეს. გეგმის პირველ ნაწილად ყველაზე სუსტი რგოლი - უკრაინა იქცა. სპეციალისტთა შეფასებით, უკრაინის კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ევროპაში გაზის ფასი 50%-ით აიწევს, რაც დარტყმას მიაყენებს ევროპული საქონლის კონკურენტუნარიანობას. აშშ კი თავის მხრივ ევროპას თავის პროდუქციას მიაწვდის და ფინანსურ პრობლემებსაც გადაიჭრის. იმისათვის, რომ ევროპას გაზი არ მიეწოდებოდეს, უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივად მინავლული შეიარაღებული კონფლიქტი და აშშ-ს მორჩილი ხელისუფლება უნდა იყოს. როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო, უკრაინა არ იარსებებს, სამაგიეროდ, მესამე მსოფლიო ომი არ იქნება.