აქტუალური
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი.. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერჟ სარგსიანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დახვდნენ.
მოგვიანებით სერჟ სარგსიანი გიორგი მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის თეატრში საიათნოვას დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართავს.
სერჟ სარგსიანი საქართველოდან სომხურ დელეგაციასთან ერთად ხვალ, 19 ივნისს გაემგზავრება.