აქტუალური
საქინფორმი, 17 ივნისი, არჩევნები - 2014: ცესკოს ბოლო მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 46.13%-ით დავით ნარმანია ლიდერობს

1-bolo-cesko-akt-2საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ცესკოს ბოლო მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში, სადაც 729 უბნიდან დათვლილია 723+6 (100%), კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს 46.13 %-ით.
დანარჩენი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„არასაპარლამენტო ოპოზიცია“, კახა კუკავა - 2.32%;
„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“, დიმიტრი ლორთქიფანიძე - 12.82%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ნიკანორ მელია - 27.91%;
„მწვანეთა პარტია“, გიორგი გაჩეჩილაძე - 1.14%;
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, მიხეილ სალუაშვილი - 0.33%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ირმა ინაშვილი - 5.36%;
„თვითმმართველობა ხალხს“. სერგო ჯავახიძე - 0.36%;
„რეფორმატორები“, ირაკლი ღლონტი - 0.36%;
„მომავალი საქართველო“. გიორგი ლაღიძე - 0.11%;
„საქართველოს გზა“, თეიმურაზ მურვანიძე - 0.5%;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, ასმათ ტყაბლაძე - 2.45%;
„მერაბ კოსტავას საზოგადოება“, გიორგი ლილუაშვილი - 0.11%;
„საქართველოს მშრომელთა საბჭო“, როინ ლიპარტელიანი - 0.11%;
„ქართული ოცნება“, დავით ნარმანია - 46.13%.
განახლებულ ინფორმაციას საქინფორმი კვლავაც მოგაწოდებთ, თუმცა არსებითი განსხვავება მოსალოდნელი არ არის.