პოლიტიკა
საქინფორმი, 17 ივნისი, არჩევნები - 2014: ცესკოს ბოლო მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 46.12%-ით დავით ნარმანია ლიდერობს
1-tbilmer-pol1საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ცესკოს ბოლო მონაცემებით,თბილისის მერის არჩევნებში, სადაც 729 უბნიდან დათვლილია 720+6 (98.77%), დავით ნარმანია ლიდერობს 46.12 %-ით.
დანარჩენი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„არასაპარლამენტო ოპოზიცია“, კახა კუკავა - 2.32%;
„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“, დიმიტრი ლორთქიფანიძე - 12.83%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ნიკანორ მელია - 27.9%;
„მწვანეთა პარტია“, გიორგი გაჩეჩილაძე - 1.14%;
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, მიხეილ სალუაშვილი - 0.33%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ირმა ინაშვილი - 5.37%;
„თვითმმართველობა ხალხს“. სერგო ჯავახიძე - 0.36%;
„რეფორმატორები“, ირაკლი ღლონტი - 0.36%;
„მომავალი საქართველო“. გიორგი ლაღიძე - 0.11%;
„საქართველოს გზა“, თეიმურაზ მურვანიძე - 0.5%;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. ასმათ ტყაბლაძე - 2.45%;
„მერაბ კოსტავას საზოგადოება“, გიორგი ლილუაშვილი - 0.11%;
„საქართველოს მშრომელთა საბჭო“, როინ ლიპარტელიანი - 0.11%;
„ქართული ოცნება“, დავით ნარმანია - 46.12%.
განახლებულ ინფორმაციას საქინფორმი კვლავაც მოგაწოდებთ, თუმცა არსებითი განსხვავება მოსალოდნელი არ არის.