აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური რეიტინგი არის 6%“. „განსაკუთრებული მადლობის ღირსია ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი უწყება»

1-ertad-aqt3საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ისტორიული არჩევნები და მადლობა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ობიექტური და ღირსეული შეფასების გაკეთებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც, მისი შეფასებით, ძალიან კარგად იმუშავა. „განსაკუთრებული მადლობის ღირსია ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი უწყება. მინდა თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ და იცავდნენ წესრიგს და უსაფრთხოებას“, - განაცხადა პრემიერმა.

„საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელთა საერთო რაოდენობა არის 1049 კანდიდატი, 881 მაჟორიტარი არის კოალიცია „ქართული ოცნების“ , რაც დაახლოებით 77, 4%-ია. დანარჩენი კი არის სხვა დანარჩენი ოპოზიციის და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები. რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მეორე ადგილის პრეტენზია აქვთ, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%“, - აღნიშნა პრემიერმა.