უცხოეთი
თუ დღეს, 16 ივნისს, 10:00 სთ–ზე უკრაინა ვალს არ გადაუხდის რუსეთს, მაშინ უგაზოდ დარჩება

1-Worker-zar2საქართველოს, 16 ივნისი, საქინფორმი. გუშინ დაწყებული მოლაპარაკებები გაზის თაობაზე კიევში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროკომისარი გიუნტერ ეტტინგერი, „გაზპრომის“ გამგეობის თავჯდომარე ალექსეი მილერი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, დასრულდა ღამის 2 საათზე. საკითხი „ნავთობგაზის“ საფასურის წინასწარ გადახდა კვლავ ძალაში დარჩა.

„რუსული მხარე ელოდება $1,951მლრდ დავალიaნების დაფარვას უკრაინის მხრიდან 16 ივნისის 10:00 სთ–მდე. თუ ამ ვადებში უკრაინა დავალიანებას არ გადაიხდის, მაშინ, როგორც ადრე იყო გაცხადებული, უკრაინა წინასწარგადახდის რეჟიმში დარჩება“, – განაცხადა „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა.