აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი: "გილოცავთ არჩევნების წარმატებით დასრულებას. ერთიანობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა დალოცოს საქართველო!"

1-milocva-aqtual-1საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ „2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარებით ჩვენ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ციკლი დავასრულეთ და შეუქცევად ტრადიციად ვაქციეთ დემოკრატიული პროცესი“.

„ამ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. და უმთავრესი გამარჯვება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ, არის ის, რომ მკაფიოდ ვაჩვენეთ ჩვენი საზოგადოების მაღალი შეგნება, წინსვლა დემოკრატიული კულტურის განვითარების მიმართულებით, ხმამაღლა განვაცხადეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, განუხრელად ვიაროთ დემოკრატიისა და პროგრესის გზით“ - ნათქვამის, კერძოთ, პრეზიდენტის მილოცვაში.