პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: "დისციპლინა აკლია "ქართული ოცნების" შტაბს და ესეც ესეც მაჩვენებელია, თუ გნებავთ, იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა"

1-bidzochemi-pol3საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, 61–ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ყოფილი პრემიერი უბანზე არჩევანის გასაკეთებლად მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელიც ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. საქართველოში ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი დემოკრატია ინერგება და ეს პროცესი გრძელდება. ვფიქრობ, ეს ძალიან მაღალი სტანდარტებია, რაც დღეს საქართველოში ხდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, მან მარნეულში წინასაარჩევნოდ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" შტაბს დისციპლინა აკლია.

"დისციპლინა აკლია "ქართული ოცნების" შტაბს, თუმცაღა ესეც დემოკრატიულობაა. ასე გადაწყვიტა შტაბმა და ესეც ნორმალურია. ესეც მაჩვენებელია, თუ გნებავთ, იმის, რომ ჩვენს ქვეყანში დემოკრატიაა", - აღნიშნა ივანიშვილმა.