აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „მოდით არჩევნებზე იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ ჩამოირეცხოს წინა რეჟიმის სირცხვილი”

1-riyeze-aqt2საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ. ამის შესახებ მან რიყეზე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

დღეს ჩვენ არ გვაქვს არჩევნებზე არმისვლის უფლება, არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, ვიყოთ პასიური იმ იმედით, რომქართული ოცნებამაინც გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გახდეთ ამ გამარჯვების თანამონაწილე. აუცილებელია, მოხვიდეთ და ხმა მისცეთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. ისევე როგორც 2 წლის წინ, ახლაც თქვენი ხმა არის გადამწყვეტი საბოლოო გამარჯვებისთვის.

ნუ დარჩებით სახლში იმის იმედად, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა თქვენი ხმის გარეშეც გაიმარჯვებს. მოდით და ხმა მიეცით ჩვენს კანდიდატებს, ხმა მიეცით ჩვენი ქვეყნის გამრჯვებას.

მოდით არჩევნებზე იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოძალადე ძალის შემქმნელებს აღარასოდეს ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის მოტყუების უფლება. მოდით იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ ჩამოირეცხოს ამ რეჟიმის სირცხვილი”, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას.