უცხოეთი
რაულ ხაჯიმბა: „ყველა პასპორტი, რომელიც გაიცა გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების ადმინისტრაციასთან არსებული კომისიების რეკომენდაციით, გაუქმებულია, თუმცა ამ ხალხმა ჩვენთან ერთად უნდა აშენოს სახელმწიფო“
1-raulსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის დეპუტატის, პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის“ ლიდერის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ყველა პასპორტი, რომელიც გაიცა გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების ადმინისტრაციასთან არსებული კომისიების რეკომენდაციით, გაუქმებულია, „რადგან თავად კომისიები იყო უკანონო და ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დადგენილებაში“, - იუწყება “აფსნიპრესი”. ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტების მქონე ადამიანები აფხაზეთში ცხოვრებას გააგრძელებენ, „ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩვენთან ერთად უნდა აშენონ სახელმწიფო, თუმცა მათი სამართლებრივი სტატუსი ჩვენი კანონების შესაბამისად უნდა განისაზღვროს“, - განაცხადა დეპუტატმა.
რაულ ხაჯიმბას აზრით, მოქმედად ჩაითვლება მხოლოდ ის პასპორტები, რომლებიც არაკანონიერი კომისიების შექმნამდე გაიცა.