აქტუალური
“ხაზგასმით აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეუქცევადს გახდის”

1-gharibi-aqt2საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზ შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის  შემდგომი რეფორმების პროცესსა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზმ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.