აქტუალური
„Agile Spirit 2014“ - ქართველი და ამერიკელი სამხედროები ისეთ ოპერაციებს განავითარებენ, რომლებსაც ავღანეთში, ISAF-ის მისიაში ასრულებენ

1-agile-aqt1საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ვაზიანში, სამხედრო პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2014“-ის ფარგლებში საცეცხლე მომზადება დასრულდა.

პრაქტიკული სავარჯიშოები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან, ტყვიამფრქვევებიდან და დაზგის ავტომატური ყუმბარმტყორცნებიდან ხორციელდებოდა. სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეების დაზიანების ხარისხის მიხედვით სამხედროები შესაბამის ქულებს მიიღებენ, რაც მათ შეფასებაში აისახება.

საცეცხლე მომზადების შემდეგ იგეგმება ტაქტიკური სწავლებ, რომელიც ქართულ-ამერიკული შემაჯამებელი წვრთნით დასრულდება. ტაქტიკური სწავლების დროს სამხედროები ისეთ ოპერაციებს განავითარებენ, რომლებსაც ავღანეთში, ISAF-ის მისიაში ასრულებენ.

წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350-მდე სამხედრო და მეოთხე მექანიზებული  ბრიგადის 42-ე ბატალიონი მონაწილეობენ.