უცხოეთი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ევროპის ქვეყნები მზად არ არიან, უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში იხილონ. ეს ამერიკელებსაც კი არ სურთ!“
1-Frenchსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მზად არ არის, უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში იხილოს. ეს განცხადება მან 7 ივნისს კიევში პეტრე პოროშენკოს ინაუგურაციის შემდეგ გააკეთა. „ჩემს ევროპელ კოლეგებთან საუბრისას ვაფიქსირებ, რომ ევროკავშირის შემადგენლობაში უკრაინის გაწევრების იდეას მათი უმრავლესობა მხარს სულაც არ უჭერს და ეს თვალსაჩინოა“, - აღნიშნა ფაბიუსმა, რომლის თქმითაც, ნატოში უკრაინის გაწევრება ამერიკელებსაც კი არ სურთ.