უცხოეთი
„უკრაინა ევროკავშირში ვერ შევა, არ არის საჭირო ზღაპრების მოყოლა!“ - განაცხადა მარინ ლე პენმა სოფიკო შევარდნაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ტელეარხ RT-ზე

1-ukraina-ucx-3საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. „თვალსაჩინოა, რომ როცა ევროკავშირმა უკრაინასთან პარტნიორობის წინადადება წამოაყენა, რომლის სანაცვლოდაც მას მოკავშირული ურთიერთობების გაწყვეტა მოუწევდა რუსეთთან, დაიწყო შანტაჟი, რამაც უკრაინაში არსებული უთანხმოების ცეცხლი უფრო გააღვივა“, - ასეთი კომენტარი გაუკეთა უკრაინაში არსებულ სიტუაციას მარინ ლე პენმა.

„ჩინებულად ვიცით, რომ უკრაინაში არის მოქალაქეთა ნაწილი აღმოსავლეთში, რომელიც რუსეთისკენ იყურება და ნაწილი მოქალაქეებისა დასავლეთში, რომელსაც ევროკავშირისთვის მიუპყრია მზერა. ჩვენ ეს ვიცოდით და ამ უთანხმოების ცეცხლზე ნავთის დასხმა, ცხადია სამოქალაქო ომის საფრთხისთვის პირობების შექმნას ნიშნავდა, - აღნიშნა ლე პენმა, - მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ეს მოიმოქმედა, ამ სიტუაციას უფრო და უფრო ართულებდა მუქარით, შანტაჟით, სანქციებით, რომლებსაც, როგორც ვხედავთ, ხელი არ შეუწყვია იმისთვის, რომ ყველანი მოლაპარაკებათა მაგიდას მისხდომოდნენ, რათა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი და გონივრული გადაწყვეტის გზა გამოეძებნათ“ (ვიდეო იხილეთ აქ).

„სანქციები, რომლებიც გააჟღერეს, პრობლემებს უქმნის ყველას. რუსეთის პოლიტიკოსების მიმართ შემოღებული სანქციები დიპლომატიის ისტორიულ ტრადიციებს არღვევს. დეპუტატებს სანქციებს არ უწესებენ, რადგან ისინი ხალხს წარმოადგენენ. ამიტომ, მე მაქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ წესები უკვე არ არსებობს, გარდა იმისა, რასაც აშშ აწესებს, რომლებიც საკუთარ და არა ჩვენს ინტერესებს იცავენ“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„უკრაინა ევროკავშირში ვერ შევა, არ არის საჭირო ზღაპრების მოყოლა. სიაში ის პირველი და მეორე არ არის. ვფიქრობ, რომ ეს ტყუილია, ეს არის დაპირება, რომელიც ვერ შესრულდება“, - განაცხადა ლე პენმა.