უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი: „ისინი ცრუობენ. არავითარი შეიარაღებული ძალები და რუსი ინსტრუქტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაშიც კი არ არიან. არ იყვნენ და არც იქნებიან!“

1-vrut-ucx-2საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ისტორიაში უდიდესი სადესანტო ოპერაციის - ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის - მასშტაბურ რეკონსტრუქციას თვალყურს ადევნებდნენ სამეფო ოჯახის წევრები, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, რომლებიც საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნის 70-წლისთავის ზეიმზე ჩავიდნენ. გიგანტური შოუსთვის თვალის დევნებისას ათასობით ჟურნალისტი სვამდა კითხვას: შედგება თუ არა პუტინისა და ობამას შეხვედრა? ისაუბრებენ თუ არა პუტინი და პოროშენკო?

სწორედ ნორმანდიაში გაჩნდა უკრაინის კრიზისის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტისა და დასავლეთის ლიდერების პირადი ურთიერთობის პირველი  საშუალება.

ამასთან, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა პუტინის გულახდილი და მკაცრი ინტერვიუ, რომელიც მან საფრანგეთში ვიზიტამდე მისცა. ჟურნალისტებმა მაგალითად, ჰკითხეს, თუ როგორ აფასებდა იგი თეთრი სახლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი უკრაინის კრიზისში ერეოდა.

რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი: „თუ მათ რაიმე მტკიცებულება აქვთ, დაე წარმოადგინონ. ლაპარაკი ერთია და მტკიცებულებების ქონა - სულ სხვა. გიმეორებთ: რუსეთის ფედერაციის არავითარი შეიარაღებული ძალები...“

კორესპონდენტი: „ანუ ამერიკელები ცრუობენ?“

ვლადიმერ პუტინი: „“ისინი ცრუობენ. არავითარი შეიარაღებული ძალები, არავითარი რუსი ინსტრუქტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაშიც კი არ არიან. არც ყოფილან და არც იქნებიან“.

ნორმანდიაში ზეიმის წინა დღეს ვლადიმერ პუტინი ფრანსუა ოლანდმა მიიღო. ვახშამზე საუბარი ჩამოვარდა მოსკოვის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე და ოლანდმა დაარწმუნა პუტინი, რომ ყველა ვალდებულებას რუსეთისთვის „მისტრალების“ მიწოდების თაობაზე ვადაზე შეასრულებს.

მანამდე კი აეროპორტში პუტინს ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი ესაუბრა. კემერონს ესმის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს დიდი ბრიტანეთის ბიზნესინტერესებს. მას კი წინ ახალი არჩევნები ელოდება, შოტლანდია მზადაა, დიდ ბრიტანეთს გამოეყოს და თავად სამეფომაც უკვე განაცხადა, რომ შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს.