საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. 2014 წლის 6 ივნისს ქალაქ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკმაყოფილა ნიკიტა მიხალკოვის სარჩელი მისი ღირსებისა და პატივის დაცვის შესახებ სარედაქციო-საგამომცემლო სახლი „ნოვაია გაზეტასთან“ მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 მარტს ნ. მიხალკოვის სახელით, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ბასმანის სასამართლოში სასარჩელო განაცხადება შეიტანა საედაქციო-საგამომცემლო სახლი „ნოვაია გაზეტას“ მოპასუხის ღირსებისა და პატივის დაცვის თაობაზე.
მიმართვის მიზეზად რედაქციის მიერ გაზეთის ინტერნეტსაიტზე 2014 წლის 1 მარტს განთავსებული და გაზეთის ბეჭდური ვერსიის 23-ე ნომერში (2014 წლის 3 მარტი) გამოქვეყნებული პუბლიკაცია იქცა სათაურით: „ფული, არაფერი პოლიტიკური?“, რომელიც „მოი ბანკის“ ყოფილ მფლობელ გლებ ფეტისოვს ეძღვნებოდა.აღნიშნული მასალა არ შეესაბამებოდა სიმართლეს და შეიცავდა ნიკიტა მიხალკოვის რეპუტაციის შემლახველ ცნობებს, ასევე რიგ მოსაზრებებს, რომლებიც სტატიის ავტორის - ირეკ მურთაზინისა და რედაქციის გამონაგონს წარმოადგენდა, რაც სასამართლო განხილვისას გაირკვა.
სასამართლო პროცესის შედეგებით, ქ. მოსკოვის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ნიკიტა მიხალკოვის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სარედაქციო-საგამომცემლო სახლი „ნოვაია გაზეტას“ მოპასუხის მიმართ.
სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, „ნოვაია გაზეტას“ რედაქცია ვალდებულია თავის ინტერნეტსაიტზე, ასევე გაზეთის ბეჭდურ ვერსიაში გამოაქვეყნოს სინამდვილის შეუსაბამო და ნ. მიხალკოვის რეპუტაციის შემლახველი ცნობებისა და რწმუნებების უგულებელჰყოფა და დაბეჭდოს ნიკიტა მიხალკოვის ოფიციალური პასუხის ტექსტი.
ასევე, ქ. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაავალდებულა სარედაქციო-საგამომცემლო სახლი „ნოვაია გაზეტა“ ნ. მიხალკოვს აუნაზღაუროს მორალური ზარალი 300 000 (სამასი ათასი) რუბლის ოდენობით.