საზოგადოება
სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიში და დევნილების „გაუბედავი ოცნება“

devnilebii2სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში მთლიანად არის აღწერილი საქართველოს ტერიტორიაზე დევნილთა მდგომარეობა. ტუღუშის განცხადებით, ამ ანგარიშში არის გაწერილი საკითხები იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში დევნილთა უფლებებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური, აგრეთვე, საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ამასთან, გიორგი ტუღუშის განცხადებით, მიმდინარე ანგარიში ხელისუფლების მიმართ საკმაოდ ბევრ რეკომენდაციას და კრიტიკას შეიცავს.
ანგარიშზე სახალხო დამცველის აპარატი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა.
ომბუდსმენის ანგარიშს ლტოლვითა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებს.
„ომბუდსმენის შენიშვნებს ძირითად ნაწილში ვეთანხმები და მათ აუცილებლად გავითვალისწინებ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დევნილებისთვის მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ისეთი მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა, რომ მასზე იძულებით გადაადგილებული პირები ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ“, - აღნიშნა სუბელიანმა.