და აი, გასულ პარასკევს, 2014 წლის 6 ივნისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა საგანგებო განცხადება დარიალის ხეობაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ დევდორაკის ხეობაში განთავსებულმა სისტემური დაკვირვების პუნქტმა მყინვარზე მცირე სიძლიერის სეისმური ბიძგები დააფიქსირა.
როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, ამ დრომდე, დამეწყრილ ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, 170 პირი მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
ნებისმიერი გართულების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო შტაბმა სამუშაოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ეტაპზე შესაბამისი სპეციალისტები მყინვარზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას აგრძელებენ. მათი განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაციის დარეგულირებისთანავე სტიქიის ზონაში დროებით შეჩერებული სამუშაოები კვლავ განახლდება.