საზოგადოება
ხანძრის ახალი კერები რეგიონებში

xandzariხანძარი საქართველოს რეგიონებში კვლავ მძვინვარებს. ზეგარის ტყეში ცეცხლმა 17 ჰექტარი ფართობი გაანადგურა, თელავის სატყეო უბანზე კი 20 ჰექტარია დამწვარი. რთული რელიეფის გამო ხანძრის ლიკვიდაცია ძნელდება. ხანძრის რამდენიმე ახალი კერაა ფასანაურსა და ბარისახოში, ცეცხლი მთის ფერდობზე ხმელ ბალახს უკიდია. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული და მოსახლეობას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება. არაგვის ხეობაში მობილიზებულია სპეცტექნიკა. ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. ახალი კერების გაჩენის მიზეზი უცნობია, მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ხანძრის ლიკვიდაციას დღის ბოლოს შეძლებენ.